ნეკრესი – ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთიასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც.ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდისამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ. ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.
გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაც გამოუყენებიათ. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთიდან აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ
იყალთოს აკადემია — უმაღლესი სასწავლებელი XI-XII საუკუნებში საქართველოში. ამას ადასტურებს იყალთოს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდანგადმოსულა. ქართული აკადემიებში, კერძოდ, იყალთოს აკადემიაშიც სწავლება ძირითადად ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს ითვალისწინებდა. ანუ ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოგრაფია, გეომეტრია, გალობა და ა.შ. ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა („მეკეცეობა“) და მევენახეობა-მეღვინეობა. ზენონი მონასტრის მარჯვენა მხარეს არის დაკრძალული, აკადემიის სიგრძე 73 მეტრია, აქედან 15,22მ. საწნახელია. მას აქვს ძველი და ახალი ნაწილი,სულ ორი საწნახელი იყო და შემდგომში მიაშენეს მესამეც. ერთი ოთახის იატაკში თერთმეტი ქვევრია ჩაფლული, მეორე უფრო განიერი ოთახია. ყველაზე მეტად შენობის ჩრდილოეთი ფასადი არის დაზიანებული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქ აღმოჩენილ იქნა ფირუზის ფერი კრამიტები, ასეთები მხოლოდ ეკლესია მონასტრებთან გვხვდება.იყო ასევე საჭურჭლე ქარხანაც, რომელიც მონასტრის გარეთაა. 1938 წელს შენობის გაწმენდის დროს აღმოაჩინეს ბუხარი, რომლის წინა ოთახი სამჭედლო ყოფილა.
უჯარმა – სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გარე კახეთში. მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან770 მეტრი. საგარეჯოდან 22 კილომეტრი. უჯარმა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან აღმოსავლეთით 36 კმ.-ის დაშორებით. უჯარმას ჩრდილოეთით ესაზღვრება გომბორისა და იალნოს ქედები, დასავლეთით ქ.თბილისი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მიუყვება მდინარე იორს. სოფელი უჯარმა წარმოადგენს ერწო-თიანეთის სამხრეთის ბუნებრივ კარს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 457 კაცი.სოფლის ჩრდილოეთით 5 კილომეტრის დაშორებით, გზიდან მარჯვნივ მდებარე კლდოვან ქედზე დგას ციხე-ქალაქ „ჯვარპატიოსნის“ ნანგრევები. თავად პირველი ციხე და საფორტიფიკაციო ნაგებობა აშენებულია ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღიცხვამდე III საუკუნეში, მეფე საურმაგის დროს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ვახტანგმა ციხეს დაუმატა წმ. რაჟდენის სახელობის მცირე ეკლესია (მთავარ სიმაგრეში); ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით გააშენა ექვსკოშკიანი ოთკუთხედი ფორმის 5-7 მეტრის სიამღლის კედლების მქონე სიმაგრე, რომლის უდიდესი ნაწილი 40 გრადუსიან დახრილ ფერდობზე მოდის. ეს ნაგებობა მთის თხემიდან ივრის პირამდე ეშვება და დღესაც კარგადაა შემონახული, ბოლო ორი კოშკის გარდა, რომელიც წყალთაქცევამ ნაწილობრივ მოშალა და დააზიანა. ციხემ ქალაქის ფუნქციების შეთავსება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ციხე არ მდებარეობს არამედ იგი ძევს საგურამოს ქედის (ეს ქედი მთავრდება ბაკურციხეში) ძირში, რომელიც ბუნებრივად გაწყვეტილია ივრის ხეობით. სწორედ ამ ბუნებრივი გასასვლეის ჩასაკეტად იქნა აგებული ამ ადგილას ეს სიმაგრე, გორგასლამდე ექვსი-შვიდი საუკუნით ადრე[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ციხეს დასავლეთიდან ესაზღვრება იალნოს მთა, ხოლო ივრის მეორე ნაპირიდან გომბორის ქედის ბუნებრივი გაგრძელებაა. ციხის მარჯვნივ „რკინის მთა“ მდებარეობს. სწორედ ამ მთის ძირში, ზამთარში, ტახებზე ნადირობისას „მოაპარინა“ ჩუხჩებს ურჩი კახთა მეფე აღსართანი დავით აღმაშენებელმა. ციხე აქტიური თავდაცვითი ჯაჭვის რგოლი იყო IX საუკუნემდე, არაბების მიერ მის დანგრევამდე[საჭიროებს წყაროს მითითებას].
ნიშანდობლივია, რომ უჯარმასთან გორგასლის მეთაურობით ქართველობამ ირანელთა (ირანის შაჰი ავდაკის, მისი შვილი ბართამის) წინააღმდეგ გამართა ის ერთადერთი ბრძოლა, რომელში მონაწილე მეომართა რაოდენობა მრავალჯერ აჭარბებს ქართველების მიერ გადახდილ ნებისმიერ ბრძოლას (დაახლოებით 800-900 000 კაცი ორივე მხრიდან), მათ შორის დიდგორსაც, ბასიანსაც და შამქორსაც[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მეცნიერები დღესაც ვერ არკვევნ, თუ კონკრეტულად უჯარმის შემოგარენის რა ნაწილებში განთავსდა ამდენი ხალხი. სავარაუდო ადგილად მიჩნეულია სოფლის განაპირა „ქვრივის ტყე“ და ვრცელი ველი, ე.წ. „ლამუანი“ (იგივე „ბაკი“, ანუ „ლამოვანი“), აგრეთვე ივრის განიერი, ხუთასი-რვაასი მეტრის სიგანის და დაახლოებით კილომეტრნახევარი სიგრძის ჭალა დღევანდელი უჯარმიდან ვიდრე იმ ადგილამდე, სადაც სეზონური მდინარე „ლაფიანთხევი“ უერთდება იორს და სადაც მოგვიანებით „მარიამის“, ანუ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი იქნა აშენებული. ეს ადგილი ერთადერთი ბუნებრივი გასავალი იყო ერწო თიანეთზე (დღევანდელი გზა სამხედრო დანიშნულებისაა და იგი რუსებმა გაიყვანეს XIX საუკუნეში) და მას უჯარმის ციხის განაპირა კოშკის მეციხოვნენი აკონტროლებდნენ[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ციხე სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კახელ თავადებსა თუ წარჩინებულებს ეკუთვნოდათ. მათი ბოლო მფლობელები ახმეტის ბატონები,